19:59 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 13:52:14, 1318 ნახვა

სამართალი
მერაბ ტურავას განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ ინფორმაცია არ აქვს

მოხდება თუ არა „რუსთავი 2“-ის ორ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოს დარბაზში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ერთ-ერთმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განაცხადა.

მისი თქმით, არც ელექტრონული ფოსტის და არც საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურიდან არ მიუღია ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეებზე გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღონ.

„ხუთი საქმიდან ინფორმაცია, მხოლოდ 3-ზე გვქონდა, რომ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება და ბოლო ორ საქმეზე, რომელიც „რუსთავი 2“-ს ეხება, ჩემთვის ინფორმაცია არავის მოუწოდებია. საწყენია, რომ ამ ინფორმაციას ჟურნალისტებისგან ვიგებ“, - აღნიშნა ტურავამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის შვიდი საქმეა შესული, აქედან ხუთ საქმეზე პლენუმი მსჯელობს, ორზე კი, პირველი კოლეგია.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics