23:10 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 15:57:26, 1240 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
თეოლოგი: რომის პაპის ვიზიტის გაპროტესტება სრული იდიოტიზმია

„რომის პაპის ვიზიტის გაპროტესტება, რომ მას თითქოს საქართველოში სურს თავისი სწავლება განავრცოს,  სრული იდიოტიზმია“, - ამის შესახებ თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა „ექსპრესნიუსს“ რომის პაპის ვიზიტის  გაპროტესტებასთან დაკავშირებით განუცხადა.

თეოლოგის განმარტებით, რომის პაპის ვიზიტი ნებისმიერ ქვეყანაში დიპლომატიური თუ კულტურული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მანვე დასძინა, რომ ქართულ ეკლესიებში შიდა პროცესები არაჯანსაღად მიმდინარეობს.

„საქართველოს ეკლესიებში სიტუაცია  კრიტიკულია.  ეკლესიაში არსებული შიდა პროცესები ძალიან მახინჯად და არაჯანსაღად მიმდინარეობს. ნებისმიერი რელიგია კონკურენციაში იმყოფება სხვა რელიგიებთან. ის შიზოფრენია, რომელიც საქართველოში ხდება არის ქრისტიანობისთვის ყოვლად მიუღებელი. კათოლიკე ეკლესია არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ქრისტიანული კონფესია. ქრისტიანობის ყველაზე მრავალრიცხოვანი  მიმდევრობაა, აქედან გამომდინარე მილიარდ 200 მილიონიანი საწმსოს ლიდერი არის მნიშვნელოვანი ფიგურა. თავი  რომ დავანებოთ  მრწამს, რელიგიურ კუთვნილებას და ასე შემდეგ, რომის პაპის  სტუმრობა ნებისმიერ ქვეყანაში  ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა კულტურული, დიპლომატიური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით.  ამ ვიზიტის ინტერპრეტირება იმ კუთხით, რომ თითქოს რომის პაპს, სურს საქართველოში თავისი სწავლება განავრცოს, სრული იდიოტიზმია“,-განაცხადა გამრეკელაშვილმა.

მისივე შეფასებით, აქცია, რომლითაც რომის პაპის ვიზიტი გააპროტესტეს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

„ამ აქციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი საფუძველი არ აქვს. კათოლიკური ეკლესია ისე  ინტენსიურად აღარ მისიონირებს მთელ მსოფლიოში, როგორც წინა საუკუნეებში ხდებოდა. ის დაპატიჟეს როგორც მსოფლიოში მნიშვნელოვანი ფიგურა და ლიდერი, მან ეს დაპატიჟება მიიღო, რაც თავისთავად დიდი თავაზიანობაა მისი მხრიდან, რადგან პაპი არ არის ის ადამიანი, რომელიც ყოველდღე სადმე დადის თავისი რეჟიმიდან გამომდინარე. მან გამონახა დრო, რომ მოინახულოს პატარა ქვეყანა, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს. ეს სასიხარულო ამბავია. ნებისმიერ ადამიანს სწამს იმის რისიც სწამს. ამის მიღმა არსებობს რაღაც პროცესები, რაც ქვეყანაში უნდა ხდებოდეს. სამწუხაროდ, სასულიერო პირების ძალიან დიდ ნაწილს და მათ შორის „მმკ“-ს, ეკლესიის, 80%-ს მაინც, არ ესმის ამ ნაბიჯის კულტურული თუ დიპლომატიური მნიშვნელობა. მეორეს მხრივ ეს არის სტუმართმოყვარეობის წესის დარღვევა და უგულებელყოფა, რომ ჯერ პატიჟებ სტუმარს, შემდეგ ჩამოსულს ეუბნები წადი აქედან და ასე შემდეგ. რაღაცნაირად იპოხონდრიას ჰგავს. შიში, რომლითაც ეს ადამიანები საზოგადოებას კვებავენ არის სრულიად უსაფუძვლო. ვერ გეტყვით რის გამო ეშინიათ მათ ასე ძალიან, ეს რაღაც ფობიას ჰგავს. საპატრიარქომ ოფიციალურად განაცხადა, რომ პაპის მოწვევაში მიიღეს მონაწილეობა და ძალიან მოხარულები არიან ამით.  საბოლოოდ  კი, ერთი ჯგუფი ცდილობს ამ ყველაფერს გადააბიჯოს და პირადი ინიციატივით ეს ვიზიტი უარყოფით კონტექსტში ჩასვას“,-აღნიშნა მირიან გამრეკელაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics