18:01 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 17:17:52, 620 ნახვა

საზოგადოება
თელავში ღვინის ფესტივალი - „თელავინო 2016“ გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ თელავში გამართულ ტრადიციულ  ღვინის ფესტივალს  „თელავინო 2016“-ს დაესწრო.

ლევან დავითაშვილმა  ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ  ,,თელავინო“ ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და  მეტ მონაწილესა თუ სტუმარს იზიდავს. 

,,კახეთი ქართული მეღვინეობის უძველესი და ტრადიციული რეგიონია.  მისასალმებელი იქნება თუ  მომავალში ფესტივალი  არა მხოლოდ თელავში, არამედ კახეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართება.  მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ყოველწლიურად ,,თელავინოს“ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ფესტივალი პოპულარობას იძენს და მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს ტურისტულ კალენდარში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტურად გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს“ , - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

 „თელავინო“ კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით უკვე მესამე წელია იმართება.  ფესტივალის მიზანი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა. 

წლევანდელ  ფესტივალზე  საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს როგორც ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა, ასევე  მცირე, ოჯახურმა მარნებმა. „თელავინო 2016“-ის  სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და ექსკლუზიურად დაბალ ფასში შეეძინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო რთველის ტრადიციებთან, ასევე მეღვინეობასთან დაკავშირებული  ფოტოგამოფენა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ფესტივალის  სტუმრებს  საკუთარი შემოქმედება  გააცნეს და განსაკუთრებული საზეიმო განწყობა  შექმნეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის კვირეული 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით აღინიშნება. ღონისძიების  პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია. 

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics