00:08 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 17:39:20, 976 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ ხმალაძე: საქართველოსთვის ვატიკანის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

რომის პაპის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი რელიგიის, კათოლიკური ეკლესიის მეთაური და ამავდროულად ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვატიკანი საქართველოს მხარდამჭერია და აღნიშნული ვიზიტი სწორედ ამას გამოხატავს.

„აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობა ძალიან დიდია. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვატიკანის მხარდაჭერა, როგორც მეგობრული ურთიერთობებისთვის ასევე საქართველოსთან დაკავშირებული საგარეო პრობლემების მოგვარების. ვატიკანი ყოველთვის მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას მის მთლიანობას და საქართველოს სწრაფვას დემოკრატიული განვითარებისაკენ. ეს ვიზიტი გამოხატავს სწორედ ჩვენი ძირითადი კურსის მხარდაჭერას“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართელოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics