19:01 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 18:01:35, 739 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი: გისურვებთ, მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლოს საზოგადოების ყველა წევრს

„გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლოს საზოგადოების ყველა წევრს“, - ამის შესახებ რომის პაპმა  ფრანცისკემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა.

რომის პაპმა  საქართველოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა.  მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ  განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები და ჭეშმარიტი განვითარების გზები დასახა.

„გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზებზე ხელიხელჩაკიდებულს ევლოს საზოგადოების ყველა წევრს, რაც შექმნიდა სტაბილურ, სამართლიანსა და კანონისადმი პატივისცემით აღსავსე გარემოს, რომელიც უზრუნველყოფდა საზოგადოების ზრდას და ყველასათვის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნას. ამგვარ ჭეშმარიტსა და მდგრად წინსვლას თავისი აუცილებელი წინასწარი პირობაც აქვს. ესაა რეგიონის ერებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა. საამისოდ კი აუცილებელია მათ შორის ურთიერთპატივისცემის განმტკიცება, რაც უცილობლად გულისხმობს თითოეული მათგანის სუვერენული უფლებების პატივისცემას და მათთვის ანგარიშის გაწევას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ხანგრძლივი და ჭეშმარიტი მშვიდობისკენ მიმავალი გზის გასაკვალად კი იმის შეგნებაა საჭირო, რომ სახელმწიფოთა შორის სამართლიანი და სტაბილური ურთიერთობების დასამყარებლად აუცილებელი პრინციპები ქვეყნებს შორის კონკრეტულ, მოწესრიგებულ და მშვიდობიან თანაარსებობას უნდა ემსახურებოდეს. მართლაცდა, მსოფლიოს უამრავ წერტილში, როგორც ჩანს, ის ლოგიკა ჭარბობს, რომელიც ართულებს კანონიერი განსხვავებისა და უთანხმოებების  მოქცევას ცივილიზებული განსჯისა და დიალოგის კალაპოტში, სადაც გაიმარჯვებდა ჯანსაღი აზრი, ზომიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როცა არცთუ იშვიათია ძალადობრივი ექსტრემიზმი, რომლებიც მანიპულირებს სამოქალაქო თუ რელიგიური პრინციპებით და ამახინჯებს მათ, რათა გაბატონებისა და სიკვდილის ბნელ გეგმებს დაუქვემდებაროს ისინი. აუციელებლია, რომ ყველა ჩვენგანის გულებში უპირველესი ადგილი ეკავოს ადამიანის ბედს, ამ სიტყვის კონკრეტული გაგებით, მოთმინება და ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა უთანხმოება ძალადობაში არ გადაიზარდოს, ეგზომ რომ აზარალებს ადამიანსა და საზოგადოებას, ნებისმიერი განსხვავებულობა-ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური-უნდა იქცეს არა წარმოშობილ უთანხმოებათა დაპირისპირებასა და გაუთავებელ ტრაგედიაში გადაზრდის საბაბად, არამედ რაც სავსებით შესაძლებელია, ურთიერთგამდიდრების წყაროდ და საყოველთაო სიკეთედ. საამისოდ კი, ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი სპეციფიკურობის სრულად და სასიკეთოდ გამოყენება, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობა უნდა მიეცეს მშვიდობიანად იცხოვროს საკუთარ მიწაზე ან დაბრუნდეს იქ, თუ რაიმე მიზეზით მოუწია მისი დატოვება“, - განაცხადა პაპმა.

უზენაესი პონტიფექსის თქმით, კათოლიკე ეკლესია ქართველი ხალხის სიხარულისა და საფიქრალის მოზიარეა.

 „ვისურვებდი, რომ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე პირებმა განსაკუთრებით გაითავისონ ამ ადამიანების მდგომარეობა, ეძიონ მათი პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები, თუნდაც გადაუჭრელი პოლიტიკური საკითხების პირობებშიც კი. აქ საჭიროა შორსმჭვრეტელობა და სიმტკიცე, რათა განვსაზღვროთ თუ რაში მდგომარეობს ჭეშმარითი სიკეთე ხალხისთვის და გაბედულად და გონიერებით მივყვეთ მას. ამავე დროს მუდამ თვალწინ უნდა გვედგას ტანჯული ადამიანი, რათა თავდაჯერებით ვიაროთ მშვიდობის მშენებლობის ძნელადსავალ, მაგრამ მიმზიდველ და გამათავისუფლებელ გზაზე.  კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობს ამ მიწაზე და განსაკუთრებული ძალისხმევით მოღვაწეობს ადამიანის განმავითარებელ თუ საქველმოქმედო სფეროში და მოზიარეა ქართველი ხალხის სიხარულისა და საფიქრალია, სურს თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობაში, აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო ხელისუფლებასა  და საზოგადოებასთან. ვიმედოვნებ, რომ იგი კვლავაც შეიტანს ტავის ბუნებრივ წვლილს ქართული საზოგადოების ზრდაში, ჩვენი საერთო ქრისტიანული ტრადიციების დამოწმების, უპოვართა სასიკეთოდ გაწეული ძალისხმევისგზით და უძველეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქვეყნის სხვა რელიგიურ საკრებულოებთან  განახლებული დიალოგისა და განმტკიცებული ურთიერთობების მეშვეობით. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მომადლოს მას მშვიდობა და კეთილდღეობა“,-განაცხადა რომის პაპმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics