19:34 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 19:32:48, 580 ნახვა

რეგიონი
თეა წულუკიანმა სოფელ ბერძენაულში რიგით 38-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში რიგით 38-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

საოკუპაციო ზოლის მახლობლად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო. მეჯვრისხევში, ტყვიავში, ორსანტიასა და რუხში უკვე მოქმედებს საზოგადოებრივი ცენტრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებოდეთ კონფლიქტით დაზარალებულ და საზღვრისპირას მცხოვრებ მოქალაქეებს.

ცენტრი სოფლების − კნოლევის, ავლევის, ცერონის, აბისის, აბისისთავის, ატოცის, საციხურის, აბანოს, კოდას, ღოღეთის, თამარაშენის, ფცის, ქვემო და ზემო შაქშაქეთის, კოდავარდისუბნის, მოხისის, ჭვრინისის, ქვენატკოცის, დაბა აგარის, წაღვლის, ტკოცის, დიდი და პატარა ფლევის, ბრეძისა და ნაცარგორის – 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.

ახლად გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებნი დასაქმდნენ. ცენტრი მათ დროისა და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს: მკვიდრი მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად მარტივად შეძლებს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის, ქორწინების რეგისტრაციას და სხვა.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდება ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.

სოფელ ბერძენაულის საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

ბერძენაულის გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 37 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. დღეისათვის საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, დაბა ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, იორმუღანლოში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, ტყვიავში, ვალესა და არხილოსკალოში.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს.

სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
გვარამია - საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics