03:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 19:33:48, 1500 ნახვა

ეკონომიკა
რუსთავში ალკოჰოლური სასმელების საწარმო აშენდება

შპს „ქართული არყის კომპანია“ ქალაქ რუსთავში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. საწარმოს ასაშენებლად კომპანია სულ მცირე 650 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 20 ადამიანს დაასაქმებს. პირველ ეტაპზე საწარმო 2 000 000 ბოთლი, 0,5 ლიტრი მოცულობის, არყის რეალიზაციას გეგმავს. მეორე ეტაპზე, გახსნიდან 3–5 წელიწადში იგეგმება მეზობელი ქვეყნებისა და ეკონომიკური პარტნიორების ბაზრების ათვისება – უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია. აღნიშნულ ბაზრებზე კომპანია 3 000 000 – 4 000 000 ბოთლი არყის რეალიზებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქართული არყის კომპანიას“  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 75 000 ლარად გადასცა. 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics