12:36 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 19:52:09, 641 ნახვა

საზოგადოება
აღმაშენებელზე დაკავებული ნაციონალისტების წინასასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება

დავით აღმაშენებლის გამზირზე დაკავებული, ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ჩადენაში ბრალდებული 12 პირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება. 

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე ბრალდებული შვიდი არასრულწლოვანი პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემის ღონისძიება და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებიდან და სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ხოლო, ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეირჩა გირაო, თითოეულის მიმართ 10 000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით.

”თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ჩადენაში ბრალდებული 12 პირის მიმართ. საქმეზე ბრალდებული შვიდი არასრულწლოვანი პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემის ღონისძიება და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებიდან და სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ხოლო, ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეირჩა გირაო, თითოეულის მიმართ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ხუთივე ბრალდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე. 

ვინაიდან ბრალდებულთა ნაწილი არ არის სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა. 

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ყველა მათგანს ბრალად ედება რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანების უფლების პირდაპირი და არა პირდაპირი შეზღუდვა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება. მათვე, ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. 

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალის სიმძიმე და ხასიათი, ბრალდებულთა ასაკი, პიროვნება, ის გარემოება რომ არ არიან წარსულში ნასამართლევნი, მათი საქმიანობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 3 ნოემბერი 12:30 თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
„გასაძლიერებელია ძალისხმევა ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად“ - კობახიძე უნგრეთში, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics