16:05 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 21:35:36, 721 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი: მსურს გულწრფელად ვემეგობრო საქართველოს და ქართველ ხალხს

საქართველოში მეგობრობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ამიტომ მსურს, გულწრფელად ვემეგობრო თქვენს ქვეყანასა და ხალხს, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც რომის პაპმა აღნიშნა, საქართველო არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს და მისი სტუმართმოყვარე ბუნება სრულიად მიესადაგება იმედით აღსავსე მისი ცხოვრების წესს.

”ქართველ ხალხს სჩვევია ვაზის ნაჟურით შესვას მისი ყველაზე ძვირფასი ფასეულობების სადღეგრძელო, სიყვარულთან ერთად, რომელიც აღგვამაღლებს. აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია მეგობრობას. ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია, კვლავ შეგვახსენებს პოეტი. მსურს, გულწრფელად ვემეგობრო თქვენს ქვეყანასა და ხალხს, რომელიც არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს და რომლის სტუმართმოყვარე ბუნება სრულიად მიესადაგება იმედით აღსავსე მისი ცხოვრების წესს. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ეს დადებითი სულისკვეთებაც ხომ სულიდან იღებს სათავეს. სწორედ ამიტომაც შესთხოვენ ღმერთს სადღეგრძელოში სუფრასთან მშვდობას და მტრებსაც კი არ ივიწყებენ ამ სადღეგრძელოში. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში კეთილის სურვილი და ნება ძმური ერთობისა, მშვიდობის, სახარების გასაცხადებლად”, - აღნიშნა რომის პაპმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics