18:56 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 21:45:31, 719 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი: სირთულეები ნუ დაგვაბრკოლებს, პირიქით, ვეცადოთ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი

სირთულეები ნუ დაგვაბრკოლებს, პირიქით, ვეცადოთ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პაპმა აღნიშნა, პატრიარქის პირველი ისტორიული ვიზიტით ვატიკანში ორ ეკლესიას შორის ურთიერთობები განვითარდა და გაძლიერდა. 

”თქვენო უწმინდესობავ, მაშინ, როცა თქვენ აღასრულეთ პატრიარქის პირველი ისტორიული ვიზიტი ვატიკანში, თქვენ და რომის ეპისკოპოსმა, მშვიდობის ამბორი მიაგეთ ერთურთს და შეჰპირდით, რომ ილოცებდით ერთმანეთისთვის. ამგვარად გაძლიერდა ის მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც ჩვენს შორის არსებობდა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან. ეს კავშირები განვითარდა და კვლავაც რჩება ურთიერთპატივისცემისა და გულითად ურთიერთობად, ამის ნათელი დასტურია აქ ჩემი წარმოგზავნილებისა თუ წარმომადგენლების თბილი მიღება. ქართველ მართლმადიდებელთა მიერ გაწეული სასწავლო და კვლევითი საქმიანობა ვატიკანის არქივებსა თუ პონთიფიკალურ სასწავლებლებში, მართლმადიდებლური საკრებულოს არსებობა რომში ჩემი ეპარქიის ერთ-ერთ ეკლესიაში და ადგილობრივ კათოლიკურ საკრებულოსთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით კულტურის სფეროში.

უძვირფასესო ძმაო, სახარებამ დღესაც რომ გამოიღოს ნაყოფი, მოგვეთხოვება კიდევ უფრო განვმტკიცდეთ უფალში და ჩვენს ერთობაში. დაე, თქვენი ქვეყნის მრავალრიცხოვან წმინდანთა დასმა გაგვაძლიეროს და განვავრცოთ იგი ისე, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით და იმაზე მეტადაც კი. გავთავისუფლდეთ, წინასწარ შექმნილი მოლოდინებისგან და გავეხსნათ ღმერთის მარადიულ სიახლეს. სირთულეები ნუ დაგვაბრკოლებს, პირიქით, ვეცადოთ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, გავუზიაროთ ერთმანეთს რწმენის მაცოცხლებელი დვრიტა და კიდევ უფრო გავალიეროთ ერთურთისათვის ლოცვა და ვითანამშრომლოთ მოციქულეობრივი სიყვარულით, რათა ერთად დავამოწმოთ სახარება ზეცაში, უფლის სადიდებლად და მიწაზე, მშვიდობის მსახურებისათვის”, - აღნიშნა პაპმა. , - განაცხადა პაპმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics