12:57 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 10:11:52, 742 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული ტურისტები იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში დაკარგული ტურისტები იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში 10 ტურისტი უამინდობის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

„ტურისტები დახმარებას ითხოვდნენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო. 20 კილომეტრამდე გზის მონაკვეთის ფეხით გავლის შემდეგ მაშველებმა უცხოელი ტურისტები იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი - სამარცხვინო ზურაბიშვილი ამბობდა, რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს - პოლიცია ღირსეულად მართავდა პროცესებს
ზარქუა - კვლავინდებურად ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ - ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, ესეც ჩაივლის
დუგინი - თუ საქართველო ქართველებისთვის ძვირფასია, მაშინ ქვეწარმავალი ახლავე და უმოწყალოდ უნდა გაანადგურონ
„თეგეტა აკადემია“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics