11:46 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 12:48:40, 551 ნახვა

პოლიტიკა
"ვაპირებთ მარნეულელებს უფრო მეტი გავუკეთოთ, ვიდრე ისინი ელოდებიან"

წითელი ხალიჩა, ყვავილები, კულტურის ცენტრის გადავსებული დარბაზი - "ქართული ოცნების" ინიციატივით, მარნეულში თეატრალური ცხოვრების განვითარებას ჩაეყარა საფუძველი.

მარნეულელები, რომლებიც ამაყობენ, რომ სწორედ ამ ქალაქშია აღმოჩენილი უძველესი ყურძნის წიპწა და სწორედ აქედან მოეფინა ვაზი მთელ სამყაროს, დღეს ბედნიერები არიან იმით, რომ მარნეულის თეატრის აღორძინების პატარა მარცვალი ჩადებულია და თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მათ ქალაქს საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან სტუმრობენ სახალხო თეატრების წარმომადგენლები.

ფესტივალის უმთავრესი ლაიტმოტივი კი ის არის, რომ ფესტივალმა ცნობილი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის სახელწოდება შეიძინა, რომელიც მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვიდან გახლდათ. მარნეულის პირველი თეატრალური ფესტივალი ოთარ ქათამაძის სპექტაკლის პრემიერით - "დაარქვი, რაც გინდა" გაიხსნა.

დარბაზში მარნეულისთვის დამახასითებელი მრავალეროვანი საქართველოს სულიკვეთება იგრძნობოდა. აქ იყვნენ სასულიერო პირები, ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მაყურებლები, ძირითადად, ახალგაზრდები და ამ ღონისძიებას ესწრებოდა მისი სულისჩამდგმელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო კანდიდატ თამაზ ნავერიანთან ერთად, რომელიც ოჯახის თანხლებით სტუმრობდა ფესტივალის გახსნას.

თამაზ ნავერიანს მარნეულში ყველა იცნობს. მისი განვლილი ცხოვრება აქ ბევრის განმსაზღვრელია. ცნობილ სპორტსმენს, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონს იმიტომაც აფასებენ, რომ მისი დაუღალავი შრომით მარნეულელი ახალგაზრდების უმეტესობა მოწყვეტილია ქუჩას და დაკავებულია სპორტით. მარტო მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრში 750-ზე მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს, რომელთა 70%-იც აზერბაიჯანელია.

ამიტომაც for.ge-მ მარნეულში ყველაზე პოპულარულ ადამიანს, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მარნეულში წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სთხოვა კომენტარი.

ფესტივალს ეროვნული მუხტის დატვირთვა აქვს და მათ ქალაქს მანამდე, წარსულის წლების განმავლობაში არ ჰქონდა მსგავსი კულტურული ღონისძიებების ჩატარების ფუფუნება.

"თქვენ ხედავთ, რომ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის დღეების ფარგლებში იწყება მარნეულის თეატრალური ცხოვრების აღორძინება. ჩემი ოჯახი ყოველთვის მოხარულია ასეთი კულტურული ღონისძიებების და ამიტომაც მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვეწვიე მარნეულის კულტურის ცენტრს. თუმცა კულტურის სფეროს განვითარება არ არის ერთადერთი, რასაც მარნეულელებს ვპირდები. ვაპირებ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანას, რომელიც "ოცნების" ძალისხმევით უკვე განხორციელდა მარნეულში ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ასევე, ვაპირებთ აგრარული სექტორის მხარდაჭერას და სპორტული ინფრასტრუქტურის თუ სპორტის განვითარებას. ვაპირებ ამ ადამიანებს უფრო მეტი გავუკეთო, ვიდრე ელოდებიან",- აღნიშნა თამაზ ნავერიანმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი Fორ.გე-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თამაზ ნავერიანი ჩამოყალიბებული პატრიოტი კაცია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთგულია.

თავიდან სწორედ მისმა ოჯახმა დაიწყო სპორტის განვითარება მარნეულის მუნიციპალიტეტში და უშუალოდ თამაზის ხელმძღვანელობის დროს 17-18 სახეობამდე ავიდა მუნიციპალიტეტში არსებული სპორტის სხვადასხვა სახეობა.

"ეს ძალიან დიდი საქმეა მუნიციპალიტეტისთვის, თამაზს იცნობს რაიონი და ვფიქრობ, ის ღირსეულად გაიმარჯვებს არჩევნებში. ზოგადად, მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დღეს სათავეს იღებს თეატრალური ფესტივალი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თეატრი დაიწყებს განვითარებას და მოხდება ჩვენი ხალხების კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ერთმანეთთან. ჩვენ ყველა ღონისძიებას ერთობლივად ვახორციელებთ, გვაქვს ქართული ცეკვის ანსამბლი, სადაც 80% აზერბაიჯანელები ცეკვავენ. წელს გასტროლებზე გვყავდა ესპანეთში და გრან-პრიც მოიპოვეს. ხალხური სიმღერის ანსამბლში მღერიან როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები და ქართველები. ახლა ვიწყებთ ეთნოტურიზმის განვითარებას. ქართველების ტოლერანტულობაზე მეტყველებს ძველი თბილისი და იქ განლაგებული კულტურული ძეგლები, მაგრამ თანაცხოვრების ფაქტები არის მარნეულში და ჩვენ უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, როგორ შეგვიძლია თანაცხოვრება. სულ ახლახანს ყურბან-ბაირამობა იყო და მუსლიმანებმა ხორცი რომ დაარიგეს, ასევე, ქრისტიან გაჭირვებულ ადამიანებს უწილადეს. თქვენ ნახავთ ალილოს დროს, მუსლიმანებიც დებენ შესაწირს",- აღნიშნა მერაბ თოფჩიშვილმა და განმარტა, რომ 1991 წლამდე მარნეულში აღინიშნებოდა მიხეილ ჯავახიშვილობა, შემდეგ ეს დღესასწაული დავიწყებას მიეცა და იგი ბედნიერია, რომ ეს დღესასწაული აღდგა.

For.ge თეატრალურ ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებასაც ესაუბრა. ზამათ იმამკულიევმა აღნიშნა, რომ მისი ფავორიტია თამაზ ნავერიანი და იმედოვნებს, ამ ცნობილი სპორტსმენის მიერ მარნეულელებისთვის გაწეულ ღვაწლს კიდევ მეტი ამაგი დაემატება და არჩევნებში გამარჯვებული თამაზ ნავერიანი უფრო მეტს გაუკეთებს მშობლიურ მარნეულს.

ამავე აზრს იზიარებენ ელმირა ახმედოვაც და ბადრი დურგლიშვილიც. ისინი ამბობენ, რომ თამაზ ნავერიანმა მათი შვილებისთვის ბევრი რამ გააკეთა, ისინი სპორტში ჩააბა, ის სიმართლის მოყვარული ადამიანია და მისი სიტყვები "ვიზრუნოთ მარნეულზე" ლიტონ სიტყვებად არ დარჩება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics