01:30 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 13:36:59, 635 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე, სოზარ სუბარი და გოდერძი ჩანქსელიანი სოფელ სამღერეთში მცხოვრებ აჭარიდან ჩასახლებულებს შეხვდნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში მცხოვრებ აჭარიდან ჩასახლებულებს შეხვდნენ.

ამომრჩევლებთან შეხვედრამდე მათ  ახალი,თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სკოლა დაათვალიერეს და საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.  შეხვედრაზე კი,  მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

 როგორც გოდერძი ჩანქსელიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი, მთავრობის წამომადგენელი ყოველთვის ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე და სოფელ სამღერეთში ზურაბ პატარაძისა და სოზარ სუბარის სტუმრობაც ამის დადასტურებაა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics