19:58 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 13:52:37, 953 ნახვა

კომენტარი
"ვისურვებდი, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის დამთავრებამდე, საქართველო ევროსასამართლოში ღირსეული კანდიდატით წარსდგეს"

"ვისურვებდი, ევროპის სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების ვადის დამთავრებამდე, საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, ღირსეული კანდიდატით წარსდგეს ევროსასამართლოში", - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარმ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.

„საკითხის ამ რანგში დასმა, პრეცედენტი ყოფილა თუ არა, რომ მოსამართლე ვერ აერჩიათ, არ ვიცი. ალბათ არ ყოფილა, მაგრამ ეს არის მათი პროცედურა, ეს პროცედურები უფრო და უფრო რთულდება ევროპის სასამართლოში. ამ დეტალებზე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე წარადგინა. ერთ-ერთი ვერსიით მათ სტრასბურგის მოსამართლეობაზე უარი თქვეს, მეორე ვერსიით კი, კენჭისყრა გადაიდო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics