21:09 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 14:44:47, 884 ნახვა

საზოგადოება
მმკ რომის პაპის სვეტიცხოველში არშეშვებას გეგმავს

სასულიერო პირების ნაწილი და მართლმადიდებელი მრევლი რომის პაპის საწინააღმდეგოდ მორიგ აქციას გეგმავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ რომის პაპი სვეტიცხოვლის ტაძარში არ შეუშვან.

„დღეს 5 საათზე, ყველანი სვეტიცხოველთან. ყველანი, როგორც ერთნი, დავდგეთ იქ, რათა ამ პიროვნების, ამ კომედიანტის, რომელსაც რომის პაპი ქვია, ფეხი იქ არ დადგეს.  ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის, მაგრამ არა ჩხუბით და ომით, არამედ მშვიდობიანად, როგორც ამას ვაკეთებეთ ეს დღეები. თუ ღმერთი დაუშვებს, რომ შევა იქ, ეს ღვთის ნება იქნება და ჩვენი ცოდვების გამო მოხდება, ჩვენი სისუსტის გამო, რომელიც გამოიჩინეს მავანთ. მაგრამ, ჩვენ ვიცოდეთ, რომ ღმერთი დაინახავს თქვენს ბრძოლას, თქვენს ღვაწლს და აუცილებლად დაგვიფასებს, რომ ჩვენი იქ ვიყავით და ვაპროტესტებდით პაპის შესვლას ჩვენს წმინდა ტაძარში, რომელსაც სვეტიცხოველი ქვია. ღმერთი აუცილებლად შეგვინდობს, მაგრამ უნდა მივიდეთ ყველა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი მწვალებლობის საქართველოში“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მამა დავით ისაკაძემ.

ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად დღეს მცხეთას ეწვევა, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics