13:57 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 16:47:55, 634 ნახვა

პოლიტიკა
"გვინდა ძლიერი გამარჯვება, იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც ქვეყანა ათწლეულებით უკან დაწია"

პარტია  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დიღომში მოსახლეობას „ქართული ოცნების“  მაჟორიტარი დეპუტატები ზაზა პაპუაშვილი და ილია წულაია წარუდგინა.

პრემიერმა მოსახლეობას მიმართა და კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

„რა თქმა უნა, ჩვენ არ გადაგვიწყვეტია ყველა პრობლემა ქვეყანაში, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, ვგრძნობთ და გვტკივა ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ არის გადასაჭრელი ქვეყანაში. ამიტომ მე მინდა, ყველამ ერთად, მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ასევე ძვირფასია თითოეული თქვენგანის სიხარული, რომელიც გილისხმიერად მიიტანს ყველა თქვენგანის ხმას საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და გადაწყვეტს ყველა თქვენგანის პრობლემას. სწორედ ამიტომ მოვედით დღეს ჩვენ აქ, რომ მხარი დავუჭიროთ ორ ადამიანს  ზაზა პაპუაშვილსა და  ილია წულაიას. ზაზა ხუციშვილს ყველა თქვენგანი იცნობს, მას არ სჭირდება წარსდგენა, ის არის გულანთებული პატრიოტი, ადამიანი, რომელიც არასოდეს უსამართლობას არ ეგუებოდა და სწორედ ასეთი ადამიანი გვჭირდება პარლამენტში ჩვენი ხმის მიმტანად. ილია წულაია არის ახალგაზრდა კაცი,  საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდა ბიზნესმენი. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება კერძო სექტორში  ძალიან გამოადგება საქართველოს პარლამენტს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, 8  ოქტომბერს არავინ უნდა დარჩეს სახლში, რადგან თითოელი ხმა არის მნიშვენლოვანი.  

„ჩვენ  მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით გავიმარჯვებთ, ერთად დგომით გავიმარჯვებთ მთელი საქართველო. ეს არ იქნება მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება,  ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.  სწორედ ამიტომ  მინდა, რომ კიდევ ერთხელ გითხრათ -  8 ოქტომბერს არავინ  დარჩეს სახლში, თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი.  ჩვენ ვიცით, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც, ჩვენ გვინდა ისე გავიმარჯვოთ, რომ ეს იყოს ნამდვილი, ძლიერი გამარჯვება ქვეყნის მოყვარული პოლიტიკური ძალისა იმ ძალაზე, რომელმაც ქვეყანა ათწლეულებით უკან დაწია, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები შეალამაზა ამ ქვეყანაში. ჩვენ უკან აღარ უნდა გადავდგათ ნაბიჯი. სწორედ ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ ერთად დგომა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა თქვენგანის სახელით მადლობა ვუთხრათ ზაზა ხუციშვილს იმ ამაღელვებელი მუსიკალური კლიპისთვის, რომელმაც ახალგაზრდული ძალა შესძინა ამ სიმღერას. 8 ოქტომბერს წყდება, თუ რას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა, 8 ოქტომბერს წყდება,თუ რა ფასეულობებია მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენთვის თითოეული ადამიანის ღირსება არის ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველოში აღარ უნდა იყოს უდანაშაულოდ დაჩაგრული ადამიანი, საქართველოში აღარც ერთი ბავშვის ცრემლი არ უნდა დაიღვაროს. საქართველოში შესაძლებელია კიდევ უფრო სწრაფი განვითარება ისე, რომ არ გადაიარო ქართველი ხალხის ზურგზე. ეს ყველაფერი შესაძლებელია, ეს ჩვენ დავამტკიცეთ, მაგრამ დღეს დღეს კიდევ უფრო სწრაფი, კიდევ უფრო ამბიციური, დიდი აღმშენებლობის გეგმები გვაქვს. ამიტომ გვჭირდება თქვენი მანდატი. ჩვენ არ გვჭირდება გაყალბებული არჩევნები, ჩვენ გვჭირდება გულით მოცემული ხმები, ჭეშმარიტი ნდობა იმისათვის, რომ მერე ეს ნდობა მივიტანოთ ღირსეულად 2020 წლამდე და გავამართლოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, როგორც თქვენმა მეგობარმა პირველ რიგში, რომ 8 ოქტომბერს ყველა ჩვენგანი მივიდეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება“,-მიმართა  გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩევლებს.  

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერი მოსახლეობასთან შესახვედრად კახი კალაძესთან, სამგორისა და ვაკის მაჟორიტარ კანდიდატებთან, მარიამ ჯაშთან და ზაზა ხუციშვილთან ერთად მივიდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics