2016-10-01 19:14:40, 1521 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვლება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვლება. „პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით, ცალსახად იკრძალება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, არჩევნებამდე 60 დღით ადრე და არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, ყოველგვარი ახალი ინიციატივების წარმოდგენა როგორც სოციალური გასაცემლების მიმართულებით, ასევე, სხვა ახალი პროგრამების დაწყება და შეღავათების დაწესება. სწორედ ამიტომ, ჩვენ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მოვამზადეთ იმ მოცემულობაში, რა ვალდებულებაც ჰქონდა აღებული სახელმწიფოს საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. შესაბამისად, ყველა ეს ვალდებულება გათვალისწინებულია ბიუჯეტში და გამოყოფილია შესაბამისი თანხებიც. რაც შეეხება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, დოკუმენტი საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდგომ, მნიშვნელოვნად გადამუშავდება. გაიზრდება მისი ჯამური მოცულობა და მასში გათვალისწინებული იქნება ბევრი სიახლე, მათ შორის, იმ პროექტების/პროგრამების ზრდა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები დააჩქარებს ეკონომიკურ აქტივობას და შესაბამისად, ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც გადაიხედება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პარალელურ რეჟიმში მუშობა მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არამხოლოდ 2017 წლის, არამედ 2017-2020 წლების ძირითადი პარამეტრების შესათანხმებლად. პროექტის გადამუშავება განხორციელდება საქართველოს პარლამენტისათვის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე, რისთვისაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
საქსტატი - 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|