11:16 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 22:11:11, 736 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე GFK-ს კვლევაზე: ეს არის გაყალბებული შედეგები, რომელიც არ ასახავს რეალობას

ეს არის გაყალბებული შედეგები, რომელიც არ ასახავს რეალობას, - ასე ასე შეაფასა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევა.

მისი განცხადებით, მმართველ გუნდში GFK-ის კვლევის შედეგებს არ ენდობიან. მან აქვე აღნიშნა, რომ ენმ ძალიან მძიმედ აგებს არჩევნებს.

„აჭრილები არიან ნაციონალები და ეს კვლევის შედეგები ამაზე მეტყველებს, ეს ე. წ. კვლევის შედეგები სწორედ ამაზე მეტყველებს. ისინი ვერ იგებენ არჩევნებს. ძალიან მძიმედ აგებენ არჩევნებს, ჩაეშალათ, ეშლებათ ე.წ. რევოლუციური სცენარი, ეშლებათ პარტიაც. ეს არის გაყალბებული შედეგები, რომელიც არ ასახავს რეალობას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კვლევისთვის საველე სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ასევე, ნიკა გვარამია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთის სახეა და კვლევის შედეგები სუბიექტური ინტერესიის შედეგია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics