16:21 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 22:17:08, 784 ნახვა

პოლიტიკა
პეტრიაშვილი GFK-ს კვლევაზე: ან ჩვენ ვცხოვრობთ სხვა სამყაროში, ან ეს ხალხი ატარებს კვლევას სხვა სამყაროში

ან ჩვენ ვცხოვრობთ სხვა სამყაროში, ან ეს ხალხი ატარებს კვლევას სხვა სამყაროში, - ასე აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი GFK-ს კვლევას.

"რუსთავი 2"-ის ეთერში პეტრიაშვილი აცხადებს, რომ "საზოგადოება დაიღალა მსგავსი კვლევებით" და მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე აცხადებს, რომ რეალური განწყობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

„რამდენიმე დღე დარჩა და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ისტორიაში 2016 წლის 8 ოქტომბერს ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნების შედეგები დადგება. ერთი, რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას, 8 ოქტომბერს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაიფორმებს გამარჯვებას, რადგან საყოველთაო აღიარება მოხდა და ყველაზე გავლენიანმა მოქალაქემაც კი აღიარა, რომ იქნება მეორე ტურები,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისივე განცხადებით, მოსახლეობას სჭირდება ახალი ალტერნატივა და ეს ძალა, მისი აზრით, თავისუფალი დემოკრატები არიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
SJC - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
კრამონი - თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics