2015-03-16 14:29:41, 892 ნახვა
მსოფლიო
პუტინის, ლუკაშენკოსა და ნაზარბაევის შეხვედრა 20 მარტს შედგება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის შეხვედრა 20 მარტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის, ბელორუსიის და ყაზახეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა 20 მარტს ასტანაში გაიმართება. დღევანდელი ვითარებით, რუსეთის და ბელორუსიის მხარემ შეხვედრაში მონაწილეობა უკვე დაადასტურეს“,-განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა. მისივე თქმით შეხვედრის თარიღის გადატანის მიზეზი, სამი ქვეყნის ლიდერთა გადატვირთული განრიგი გახდა. შეხვედრაში ვლადიმერ პუტინის მინაწილეობა, რუსეთის პრესსამსახურმაც დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში სამმხრივი შეხვედრა 13 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ის გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. ერთ, ერთი ვერსიით, რუსული მედია საშუალებები, შეხვედრის გადადებას ვლადიმერ პუტინის ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირებდნენ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|