10:43 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 17:10:01, 867 ნახვა

სპორტი
ქუმსიშვილი: აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებზე არ იმოქმედებს

 „აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან  დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ აღნიშნული არ იმოქმედებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებსა და ბრუნვაზე“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მედია დაინტერესდა, რამდენად შეეხება ქართულ პროდუქციას აზერბაიჯანის მიერ  ზოგიერთი სახეობის პროდუქციის იმპორტზე საბაჟო განაკვეთების გაზრდის გადაწყვეტილება.

„ჩვენ აზერბაიჯანთან გაგვაჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. შესაბამისად, ამ შეთანხმებების მიხედვით, საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაზე ექსპორტის და იმპორტის გადასახადი არ გაიზრდება“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics