01:28 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 22:48:37, 1784 ნახვა

გვანცა აბესაძის ბლოგი: დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია!

რამდენიმე დღის წინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. რეალურად, ეს ხომ არის დღე, როცა თითოეული ადამიანი თავისი გადაწყვეტილებით ცდილობს უკეთესობისკენ შეცვალოს, როგორც საკუთარი, ასევე ქვეყნის მომავალი, მაგრამ საქართველოში ეს „მცდელობა“ ან უბრალოდ დროის დაკარგვად მიაჩნიათ ან ქვეყანაში ფაშისტური ძალის პარლამენტში შეყვანის გზად.

ჩემს ქვეყანაში, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და სიღარიბის მაჩვენებელი იმდენად მაღალი, რომ უკვე ხალხი ვარაუდით ცხოვრობს (არ იციან სადამდე შეძლებენ ასეთ ვითარებაში არსებობას), არჩევნების დღეს სოციალურ ქსელში ახალგაზრდების უმრავლესობა იმას  წერდა, რომ ხმის მისაცემად წასვლა არაფერს შეცვლის და არც არაფერი გამოსწორდება.

ვფიქრობ, სწორედ ასეთი აზროვნებაა იმის მიზეზი, რომ არჩევნებზე არწასვლამ შეიძლება მოგვიტანოს:

 ფაშისტური იდეებით აღსავსე პარტია  პარლამენტში;
 
 კონსტიტუციური უმრავლესობა  ერთი პარტიის ხელში;

 ნაკლები ცვლილებები რეალურ ცხოვრებაში და  უფრო მეტი ქვეყნის კონსტიტუციაში.

არჩევნებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, მიუხედავად მეორე ტურის საჭიროებისა, სავარაუდო კონსტიტუციური უმრავლესობა იმაზე  უფროა მოტივირებული, კონსტიტუციის  შეცვლით ხალხს წაართვას უფლებები და დაუკანონოს საკითხები ისე, რომ ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელოს მათი სურვილები, ვიდრე ის დაპირებები აუსრულოს, რისთვისაც ეს უკანასკნელი აირჩიეს.

ვფიქრობ, რომ ჩვენ  არ გვაქვს იმის ფუფუნება, ერთ პარტიას მივცეთ უფლება დაგვინიშნოს პრეზიდენტი ან გადაწყვიტოს  როგორი ერთობა მიგვაჩნდეს ოჯახად. ახლა არის დრო, მე და შენ, ჩვენ ყველამ ერთად აღებულმა და ცალ-ცალკეც, შევიცვალოთ აზრი, რომ არჩევნებზე წასვლა არაფერს ცვლის, გავიაზროთ ერთი ხმის მნიშვნელობა, რომელიც აგვაცილებს  საკონსტიტუციო  უმრავლესობას  ერთი ძალის ხელში.

მე ვთვლი, რომ დეპუტატმა, რომელიც პარლამენტში ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის შევიდა, მისი საქმიანობა კონსტიტუციის შეცვლით არ უნდა დაიწყოს. დეპუტატმა, რომელსაც ნდობა გამოუცხადა ქვეყანაში მცხოვრებმა, როგორც „უმცირესობებმა“ ასევე „უმრავლესობამ“, არ უნდა უღალატოს თავის ამომრჩეველს და რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა  წამართვას არჩევანი გადავწყვიტო, ვინ იქნება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი.

მეორე ტური არის  შანსი შევცვალოთ რეალობა, გადავაბიჯოთ პირადულ წყენასა და ბოღმას, ნაკლები ყურადღება დავუთმოთ წარსულში ჩადენილ შეცდომებს და მხარი დავუჭიროთ ძალას, რომელიც იქნება გარანტი იმისა, რომ ცვლილებებმა ზიანი არ მოგვიტანოს. 

და... იქნებ, ბოლოს ვირწმუნოთ არჩევნებზე წასვლა/არწასვლის მნიშვნელობა.

მნიშვნელობა, რომელიც  ცვლის, არა როგორც  ჩვენს  ცალ-ცალკე, არამედ  მთლიანი ქვეყნის მომავალს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics