2016-10-18 12:11:23, 2201 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვი და დამასკო ალეპოში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას გეგმავენ
მოსკოვი და დამასკო ალეპოში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას გეგმავენ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, საბრძოლო მოქმედებებში პაუზა 20 ოქტომბერს მოსკოვის დროით 08:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოცხადდება. ამ რვასაათიანი პერიოდის განმავლობაში რუსული ავიაცია და სირიის სამთავრობო ძალები ალეპოზე დატყმებს არ განახორციელებენ, მშვიდობიანი მოსახლეობა კი ქალაქის დატოვებას შეძლებს. სერგეი რუდსკოის განმარტებით, ადგილობრივები ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის დატოვებას ექვსი დერეფნით შეძლებენ. ამასთან, რუსული მხარის თქმით, ალეპოს მცხოვრებლებს დროებით თავშესაფრებში განათავსებენ, სადაც მათ სამედიცინო დახმარებით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფენ. რუსეთის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ აშშ და გაერო. სახელმწიფო დეპარტამენტსა და გაერო-ში აღნიშნულ ზომას არასაკმარისად მიიჩნევენ. "ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პაუზას საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად საჭიროა უფრო ხანგრძლივი პაუზა", - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|