10:08 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 23:36:23, 712 ნახვა

სპეციალური ანონსი
19 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

19 ოქტომბერს, 09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 
მის.: ინგოროყვას ქ. #7

19 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში კომპანია „ინვეტის“ ორგანიზებით საიუბილეო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ვეტერინარული კომპანიები, ვეტერინარები, მეცნიერები და ფერმერები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ვეტერინარ-ექსპერტები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი მაკა სხვიტარიძე - 595 90 20 03

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება.
მის.: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (ცენტრალური საარჩევნო კომისია)

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ისტორიკოსი ბუბა კუდავა მოხსენებას - “ახალი აღმოჩენები იშხანში” წაიკითხავს.
მის.: რუსთაველის გამზ. #52 (მეცნიერებათა აკადემიის მე-5 სართულის სააქტო დარბაზი)

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალის"და პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის თაოსნობით, მეორე კავკასიური საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება.

19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ინფექციების კონტროლის სისტემის შეფასების მიზნით, სამედიცინო კლინიკებში განმეორებითი მონიტორინგი იწყება. ინგოროყვას კლინიკაში შემოწმების პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრება.
მის.: წინანდლის ქ. #9 (მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა) 
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო„ ქორთიარდ მარიოტში“ ეკანომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ტურიზმის სფეროს წარმომადგნლები დაესწრებიან.

19 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ცნობილი ფერმწერის, ზურაბ სამხარაძის ალბომის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი გაუძღვება.

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” გამართავს პრეზენტაციას და საჯარო დისკუსიას იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პრაქტიკულ და სამართლებრივ ხარვეზებთან დაკავშირებით.
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე თავდასხმას 38 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ,,ჰეზბოლას“ წევრია
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics