18:31 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 22:21:49, 805 ნახვა

სპეციალური ანონსი
20 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

20 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ქალაქ ლაგოდეხში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. 
მის: ლაგოდეხი, წმინდა ნინოს ქ. # 2, კინოთეატრი „სინემას“ შენობა 

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკრებულოში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე საქართველოში სხვადასხვა პროფილით მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს.

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგის შედეგების შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, EUGBC-ის ოფისში, „ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით, დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი, EUGBC– ის წევრი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
მის: ზანდუკელის ქ. #3, მეტრო „რუსთაველთან“
საკონტაქტო პირი ლელა გოგოლაძე - 598 668806

20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს დ. ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც შპს ,,დაგი“-ს მიერ თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.

20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, ,,მსოფლიო სურსათის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი გახსნიან. 

20 ოქტომბერა, 14:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის პირველადი შედეგების განხილვა გაიმართება. 
მის: ბელიაშვილის ქ. #8, (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით)
საკონტაქტო ტელ: 598 544 415 

20 ოქტომბერს, 16.30 საათზე, პროექტის „არაფორმალური განათლების მხადაჭერის ინიციატივა“ პრეზენტაცია გაიმართება. 
მის: ო. ჩხეიძის ქ. # 5 
საკონტაქტო პირი თეა კეკელია - 595222301

20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმროში Radisson Blu Iveria, ძვლოვანი სისტემის მეტაბოლურ დარღვევათა საქართველოს ასოციაციის და ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მიერ, ოსტეოპოროზის დღესთან დაკავშირებით, ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდის (IOF) ეგიდით ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია ”ცხოვრება მოტეხილობის გარეშე”.

20 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, ფესტივალ “შემოდგომის თბილისის" ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრი უელსის პრინცის დივიზიის ორკესტრის მუსიკალურ დირექტორთან და დირიჟორთან, კაპიტან პოლ კოლის-სმიტთან ერთად ერთობლივ კონცერტს გამართავენ, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics