18:57 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 09:34:21, 1348 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად დღეს კენჭისყრა გაიმართება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი.

საკონსტიტუციო  სასამართლოში პლენუმის სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, ირინა იმერლიშვილსა და ზაზა თავაძეს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.

სწორედ ეს ორი გვარი დასახელდა გასულ კვირაში  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ თავმჯდომარეობის კანდიდატურებად.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად   პლენუმის ხუთი  წევრის მხარდაჭერაა საჭირო.

ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა, მან მოსამართლეობის ფიცი 2 ოქტომრს დადო. მანამდე  იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.

ზაზა თავაძე კი წლებია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპაუაშილის პირველი მოადგილე იყო. თავაძე ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ასრულებს.

საკონსტტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველის, გიორგი ლომთაძის განმარტებით, კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ კენჭისყრა ფარულად ტარდება და საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს ვალდებულება, კონკრეტული გვარები გაასაჯაროოს  

სასამართლოს მთავარი მრჩეველის განმარტებით, თუ პლენუმის სხდომაზე მოსამართლეების პოზიციები გაიყო და ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს საკმარისი ხუთი ხმის მოგროვებას, საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სხდომა 14 დღეში უნდა ჩაინიშნოს და ახალი კანდიდატურები უნდა დასახელდნენ.

„კანონმდებლობით მიხედვით, თუ ვერ აირჩევა დასახელებული კანდიდატურებიდან მოსამართლე, 14 დღეში პლენუმი ვალდებულია, შეიკრიბოს და ახალი კანდიდატები წარადგინონ. უკვე წარდგენილ კანდიდატებს უფლება არ აქვთ, მეორედ იყვნენ დასახელებული კანდიდატებად“, - განაცხადა ლომთაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით ირჩევა.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics