13:29 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 10:22:16, 930 ნახვა

პოლიტიკა
განმეორებითი კენჭისყრის დღეს, ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება იკრძალება

კომუნიკაციების ეროვნული კომისია  საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის დღეს მაუწყებელთა ვალდებულებების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
 

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 19 ოქტომბრის №532/2016 განკარგულებით საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრები 2016 წლის 22 ოქტომბერს გაიმართება. 

კომისიის ინფორმაციით,   22 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, იკრძალება წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, ხოლო კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის მიზნებისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და გაშუქების ვალდებულებები მაუწყებლებისათვის 2016 წლის 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან ხელახლა ამოქმედდება.
 
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის" სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics