22:16 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 14:18:49, 670 ნახვა

საზოგადოება
,,მსოფლიო სურსათის დღე“ საქართველოშიც აღინიშნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, ,,მსოფლიო სურსათის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და  FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა გახსნეს.  

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. 

მისივე თქმით, მსოფლიოს ყველა განვითარებული სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია კლიმატის ცვლილებებზე ადაპტირებული პოლიტიკის შემუშავებასა და ეფექტიანი პროგრამების განხორციელებაზე.   
,,კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის  მდგრადი განვითარება უმნიშვნელოვანესია სიღარიბის დაძლევის, სასურსათო უსაფრთხოების, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით.  და კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტირებული პოლიტიკის განხორციელების კუთხით.  აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით.  გაეროს მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში გაითვალისწინა ის მინიმალური სტანდარტი, რაც აუცილებელია დარგის სწორად განვითარებისთვის, გარემოზე ზემოქმედების მინიმუმადე შემცირების გზით“, - განაცხადა  დავითაშვილმა.

 FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა სოფლის მეურნეობის იმ ძირითად დარგებზე და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა გაძლიერებაც, კლიმატის ცვლილების პირობებში, დარგის მდგრადი განვითარებისთვის არის აუცილებელი.

,,სოფლის მეურნეობის სექტორს დიდი პოტენციალი გააჩნია კლიმატის ცვლილების მზარდი ტემპის შესამცირებლად. ამისათვის საჭიროა წარმოების ადაპტაცია და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა’’, -  აღნიშნა  მამუკა მესხმა.

ღონისძიების ძირითადი თემა კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან სოფლის მეურნეობის  ადაპტირების მნიშვნელობა იყო. 

აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2016 წელი  პარკოსანი კულტურების საერთაშორისო წლად ოფიციალურად გამოაცხადა. 

 შესაბამისად,   დღევანდელ ღონისძიებაზე  FAO -ს მიერ რეკომენდირებული პარკოსანი  კულტურების წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობის საკითხებიც განიხილეს. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეეს ევროპული სკოლის მოსწავლეებმაც,  რომლებმაც  კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიმართულებით  ახალი თაობის ხედვა წარმოადგინეს.   

ღონისძიების ფარგლებში, შეფ-მზარეულმა, მანუელ ბარანდამ თანამედროვე კულინარიაში ტრადიციული ქართული პარკოსანი კულტურების გამოყენებაზე ისაუბრა და სტუმრებს სპეციალურად ამ დღისთვის, პარკოსნებით მომზადებული ტრადიციული ქართული და ევროპული  კერძები  წარუდგინა.

„არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც რეკომენდირებულია პარკოსანი მცენარეების წარმოება და მოხმარება. პარკოსნები მარტივად იწარმოება, მაღალი კვებითი ღირებულებით ხასიათდება და რაც მთავარია,  სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის’’, - აღნიშნა მანუელ ბარანდამ.

“მსოფლიო სურსათის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებას  საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics