16:10 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 16:50:21, 1460 ნახვა

ეკონომიკა
ნუკრიანისა და ხიდისთავის ბიბლიოთეკების მოდერნიზების შემდეგ, მომხმარებლების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა

სოფლების - ნუკრიანისა და ხიდისთავის ბიბლიოთეკების მოდერნიზების შემდეგ მომხმარებლების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“. პროექტის ფარგლებში სოფლის ბიბლიოთეკებში საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია ინერგება, რაც გულისხმობს ბიბლიოთეკის ბაზაზე სახელმწიფო და კერძო სერვისების გამცემი ცენტრის მოწყობას.

სააგენტოს ცნობით, პროექტის დაწყებიდან დღემდე უკვე ფუნქციონირებს 4 ჰიბრიდული ბიბლიოთეკა/საზოგადოებრივი ცენტრი: ნუკრიანში, ხიდისთავში, ვალესა და ფოკაში.

„ეს ითვალისწინებს სოფლიდან გაუსვლელად, ბიბლიოთეკის შენობაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივის, შპს მექანიზატორის, ლიბერთი ბანკისა და მაგთიკომის მომსახურებების მიღებას. ამასთანავე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის, საჯარო მოხმარების კომპიუტერების, თანამედროვე ლიტერატურისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების ოთახის ხელმისაწვდომობას.

არსებული სტატისტიკით, პროექტში ჩართვის შემდეგ ნუკრიანისა და ხიდისთავის ბიბლიოთეკებში ყოველთვიურად მომხმარებელთა რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა.

2017 წლის აპრილამდე პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში დამატებით კიდევ 2 ბიბლიოთეკის მოდერნიზება იგეგმება: ბაკურიანისა და ფასანაურის მოსახლეობას ადგილობრივ, თანამედროვე ბიბლიოთეკაში 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლება.

ამავე პროექტის ფარგლებში, ჰიბრიდული ცენტრ-ბიბლიოთეკების გარდა, სააგენტო ასევე დახმარებას გაუწევს დამატებით ათ ბიბლიოთეკას. კერძოდ, ბიბლიოთეკები აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით და გადამზადდებიან თანამშრომლები.

მოსახლეობას საშუალება ექნება, მოქალაქის პორტალის - my.gov.ge-ს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლის ვებგვერდების მეშვეობით მიიღოს ონლაინ ხელმისაწვდომი მომსახურებები.

პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში სააგენტომ ზუგდიდის და ხულოს ბიბლიოთეკებსაც გადასცა კომპიუტერული ტექნიკა, წიგნები და თანამშრომლების გადამზადება უზრუნველყო. ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში მოხდა ხულოს ბიბლიოთეკის ინტერნეტით უზრუნველყოფა“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

პროექტი საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის - Beyond Access - ფარგლებში ხორციელდება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics