01:29 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 18:48:54, 1194 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჟორჟოლიანი: ზაზა თავაძე სამართლიანი და ეფექტური საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს

„დარწმუნებული ვარ, რომ ზაზა თავაძე საზოგადოებისთვის სამართლიანი და ეფექტური საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნული თავმჯდომარის ზაზა თავაძის კანდიდატურა.

ჟორჟოლიანმა იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხარვეზები აღმოიფხვრება.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ძალიან მყარი პოზიციაა, რომ სასამართლო სრულად იყოს დამოუკიდებელი და სასამართლოს ხელში ეს პროცესი დამოუკიდებლად განხორციელდა.  ეს იყო სრულიად დამოუკიდებელ პირობებში საკონსტიტუციო მოსამართლეთა მიერ  მიღებული გადაწყვეტილება.  რაც შეეხება კანდიდატურას,  იმედს გამოვთქვამ, რომ ის ხარვეზები, რომლებიც ნამდვილად  ჰქონდა ძველი თავმჯდომარის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს და  რბილად, რომ  ვთქვათ პოლიტიზირებული მიდგომები  აღმოფხვრილი  იქნება და ეჭვი არ მეპარება, რომ ბატონი ზაზა  უზრუნველყოფს  საზოგადოებისთვის  სრულად მისაღები სამართლიანი, ეფექტური  საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებას და  ფუნქციონირებას“,-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

სასამართლოს პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, არჩევანი ზაზა თავაძის კანდიდატურაზე შეაჩერა. თავაძეს 5-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics