23:39 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 18:57:48, 672 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი: ხელისუფლება შეეცდება, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი სურვილების დამადასტურებელ დაწესებულებად გადააქციოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარის ზაზა თავაძის შესახებ ბევრი  არაფერი იცის. ამიტომ, დარჩიაშვილს უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა შეიცვლება სასამართლოში მისი თავმჯდომარეობის პირობებში.

თუმცა, დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება შეეცდება, საკონსტიტუციო სასამართლო თვისი სურვილების დამადასტურებელ დაწესებულებად  გადააქციოს:

„მე ბევრი არაფერი ვიცი ზაზა თავაძეზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ  ხელისუფლება შეეცდება, საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოოდ გადააქციოს თვისი სურვილების დამადასტურებელ დაწესებულებად. არ შემისწავლია მისი ქცევა, მისი ბიოგრაფია, ვის რა პოზიცია ეჭირა, არვიცი ზაზა თავაძის შესახებ, მაგრამ მოველი, რომ ხელისუფლება შეეცდება, ამ ორგანოზეც დაამყაროს სრული მონოპოლია“,-განაცხადა  დავით დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია.

სასამართლოს პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, არჩევანი ზაზა თავაძის კანდიდატურაზე გააკეთა.

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, თავაძემ 5 ხმა მიიღო, რაც  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისია.

ცნობისთვის, ზაზა თავაძე წლებია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპაუაშილის პირველი მოადგილე იყო. თავაძე ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ირჩევა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics