21:53 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 20:17:50, 731 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: ახალმა თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს შელახული იმიჯი უნდა აღუდგინოს

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღიდგინოს შელახული იმიჯი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის გამო ჰქონდა და ეს უნდა გააკეთოს ახალმა თავმჯდომარემ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ბესელია აღნიშნავს, მთავრობამ წესი შეცვალა, რომლის მიზანი იყო, არ დანიშნულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ თავად მოსამართლეებს აერჩიათ ის.

„თქვენ გახსოვთ, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყო, ვინ იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სწორედ ჩვენი ცვლილებით, რომელსაც ბევრი ოპონენტი ყავდა, გახდა შესაძლებელი, რომ ეს წესი შემოღებულიყო. არ დანიშნულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ თავად მოსამართლეებს აერჩიათ. სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის თვალსაზრისით, მივეცით შესაძლებლობა, პირველად თავად აერჩიათ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რაც თავისთავად გაზრდის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რადგან ის არის არჩეულ პირი”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ახალ თავმჯდომარეს და მოსამართლეებს შესაძლებლობა აქვს ემსახურონ მართლმსაჯულებას და ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს.

„თავმჯდომარეს ექნება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია. ვფიქრობ, ეს არის ის ფაზა და დასაწყისი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ შელახული იმიჯი, იმ პოლიტიკური გავლენის გამო, რაც მას ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული ცუდი მემკვიდრეობით, უნდა აღიდგინოს და ეს უნდა გააკეთოს ახალმა თავმჯდომარემ, განახლებულმა შემადგენლობამ და გათვისუფლებულმა მოსამართლეებმა, რომლებსაც დღეს აქვთ შესაძლებლობა ემსახურონ სწორედ მართლმსაჯულებას და ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics