19:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 23:00:30, 621 ნახვა

სპეციალური ანონსი
21 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოს შპს „G&A Group” ეწვევა.
მის: დ. თავდადებულის ქ. N29

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ შვედეთის ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ფორუმი „მდგრადი მეწარმეობა“ გაიმართება. 

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. სამხედრო ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას იუბილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მიულოცავენ. 
მის: დაბა ვაზიანი, IV მექანიზირებული ბრიგადა

21 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოს შპს „LG Glass” ეწვევა.
მის: სარაჯიშვილის გამზ. 14ა

21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ საწარმოს, შპს „მეგაპლასტს“ ეწვევა.
მის: ფეიქრების ქ. #14

21 ოქტომბერს, 11:30 საათზე, სასტუმროში "ქორთიარდ მარიოტი" ღია სივრცის კონფერენცია „დემოკრატიის მხარდამჭერი სკოლა“ გაიმართება. 
საკონტაქტო ტელ: 599 75 76 74

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. 
თემა: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.

21 ოქტომბერს 12:00 საათზე, სასტუმრო Hollyday inn-ის საკონფერენციო დარბაზში კომპანია iTechnic-ის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: კომპანია iTechnic-ის საჩივარი და სარჩელი შპს ,,აიპლუსის“ მიმართ. საუბარი იქნება დაყადაღებულ ანგარიშებზე, iTechnic-ის ზიანზე, რომელმაც შეადგინა 1 600 000 ლარი. სასამართლოსა და კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე უპრეცედენტო საქმეზე. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული მტკიცებულებები.
საკონტაქტო ირაკლი ქირია - 599 37 96 93 

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ქუთაისში რეაბილიტირებული ნიკეას ქუჩას გახსნის.

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წარმოადგენს საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიშს. 
მის: შალვა დადიანის ქ. #2/1 
საკონტაქტო ტელ: 514 00 84 48

21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამთავრობო VIP-ში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.
თემა: საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის 9 თვის მონაცემების შეჯამება და სხვა მიმდინარე საკითხები.

21 ოქტომბერს 17:00 საათზე, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა განახლებული საავადმყოფოს საიუბილეო ღონისძიებას გამართავს. 
მის: უზნაძის ქ. N 103 (ყოფილი კამოს ქუჩა)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics