05:58 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 09:38:56, 692 ნახვა

საზოგადოება
იზორია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარისადმი გამოთქმულ კრიტიკას მორიგ სპეკულაციას უწოდებს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საკონსტიტუციო სასამართლოს  ახალი თავმჯდომარისადმი გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და მორიგ სპეკულაციას უწოდებს.

იზორიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება ვინ უნდა აერჩია.

„ეს არის მორიგი სპეკულაციები და ბუნებრივია, არჩევნები ტარდებოდა იმ პროცედურების დაცვით, რასაც კანონი ითვალისწინებს. პლენუმმა მიიღო თავისი გადაწყვეტილება, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას სჭირდება აღიარება. ასე რომ ამაში სპეკულაციების საფუძველს ნუღარ ვეძებთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ცნობისთვის, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ  სასამართლოს პლენუმმა ზაზა თავაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics