02:22 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 12:02:27, 652 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში, მორეტის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, მე-4 მიკრო რაიონში, მორეტის II შესახვევში  გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოების ფარგლებში, 770 კვ.მ. ფართობზე იგება ასფალტის საფარი. გზის რეაბილიტაციისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 56 164 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

მორეტის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ამორტიზირებული საკანალიზაციო ქსელი შეიცვალა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოებს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი’’ ასრულებდა.

2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონის მასშტაბით, 52 ობიექტზე განხორციელდა გზის საფარის რეაბილიტაცია, რაშიც სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

წლის ბოლომდე ასფალტი კიდევ 5 მისამართზე დაიგება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics