23:14 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 12:20:42, 615 ნახვა

პოლიტიკა
ბოტკოველი: თელავსა და ყვარელში პედაგოგებს აიძულებენ ხმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მისცენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თელავსა და ყვარელში თანამდებობის პირები პედაგოგებს აიძულებენ ხმა  „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მისცენ.

როგორც ბოტოკველმა აღნიშნა, „ამ იძულების მეთოდებით  სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის დარღვევის ფაქტები იკვეთება, რაც  ადამიანების ხმის მიცემის ფარულობის უფლების შეზღუდვას გულისხმობს“.

„თანამდებობის პირები, კერძოდ, თელავის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი, ასევე ერთ-ერთი სამსახურის უფროსი მაია დათუნაშვილი, ბაღის გამგეებსა და დირექტორებს იბარებენ და ავალებენ, რომ მხარდამჭერების 15-კაციანი სია გააკეთონ, რომელთაგანაც მიიღებენ გარანტიას, რომ ეს ადამიანები აძლევენ „ქართულ ოცნებას“ ხმას. გადამოწმების მექანიზმი ამ ჯგუფის მიერ დასახული არის შემდეგი, რომ ის ადამიანები, ვინც ამ სიაში მოხვდებიან, 41-ნომრიანი შემოხაზული ბიულეტენი უნდა გამოიტანონ კაბინიდან და კონკრეტულ პირს აჩვენონ საარჩევნო კომისიაში. ამის შემდეგ ჩააგდონ ეს ბიულეტენი ყუთში. იგივე ხდება ყვარელში, სადაც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხვდება პედაგოგებს და ავალებს სიების შედგენას. მოვუწოდებ პედაგოგებს, რომ არჩევანი  საკუთარი სურვილისამებრ გააკეთონ“, - განაცხადა ბოტკოველმა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics