19:55 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 13:31:07, 646 ნახვა

პოლიტიკა
თამარ კეკენაძე იზორიას მოუწოდებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას არ გადახედოს

,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე თავდაცვის მინისტრს მოუწოდებს,  სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას არ გადახედოს.

კეკენაძის განმარტებით, სრულად პროფესიულ ჯარზე გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2012 წელს ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს იქნა მიღებული და ამ მიმართულებით  სამოქმედო გეგმა უკვე არსებობს.

 " სრულად პროფესიულ ჯარზე გადასვლის გადაწყვეტილება 2012 წელს ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს იქნა მიღებული. ნატოსთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა ოთხ წლიანი სამოქმედო გეგმა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, რომელსაც უნდა უზრუნველყო წვევამდელების და მათი ფუნქციების ეტაპობრივი ჩანაცვლება პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეებით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. საქართველოს არსებული გამოწვევების საპასუხოდ სჭირდება მაღალპროფესიული, მობილური სამხედრო შეიარაღებელი ძალები, ძლიერი რეზერვის სისტემით“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

 მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არ აკონკრეტებს, შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება წვევამდელებთან დაკავშირებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics