03:36 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 14:13:38, 735 ნახვა

პოლიტიკა
ISFED - პლენარულ სხდომებს მრავალი დეპუტატი აცდენდა, თუმცა ფინანსური სანქცია მხოლოდ ხუთს დაეკისრა

მოქმედი პარლამენტის მაჟორიტარი წევრებიდან არასაპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად პარლამენტის სხდომები მარიკა ვერულაშვილს, კახა ბუცხრიკიძეს და ლევან ქარდავას დავით ბეჟუაშვილს აქვთ გაცდენილი.

ამის შესახებ ”სამართლიანი არჩევნების” კვლევაში აღნიშნული, რომელიც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობას ეხება.

პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის საშემოდგომო სესიის ჩათვლით ჯამში არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს.

73 მაჟორიტარი დეპუტატიდან პარლამენტის სხდომა არასაპატიო მიზეზით არასდროს გაუცდენია 13 დეპუტატს. 8 დეპუტატმა გააცდინა ერთხელ, ხოლო 2-ჯერ და მეტჯერ სხდომა გააცდინა 54-მა დეპუტატმა. 

პარლამენტის პლენარული სხდომა ყველაზე ხშირად, 19-ჯერ ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მარიკა ვერულაშვილმა გააცდინა; 18-ჯერ სხდომა გააცდინა თერჯოლის მაჟორიტარმა კახა ბუცხრიკიძემ; 15-ჯერ ჩხოროწყუს მაჟორიტარმა ლევან ქარდავამ, ხოლო 14-ჯერ თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა - დავით ბეჟუაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების სტატისტიკა ასეთია: ვერულაშვილი მარიკა - 19;  ბუცხრიკიძე კახა - 18; ქარდავა ლევან - 15; ბეჟუაშვილი დავითი - 14; ახალაია როლად - 13;  კვაჭანტირაძე ზვიად - 13; ლეჟავა პაატა     - 12; ჭავჭანიძე დავითი - 12; სამხარაული გელა - 11; ხაბელოვი ლერი - 11; ჯაფარიძე ვიქტორი - 11; სანიკიძე გუბაზ - 11; დუმბაძე მურმან - 10; პეტროსიანი სამველ - 9; ღვინიაშვილი გიორგი - 9; ბოლქვაძე ანზორ - 8; ნაყოფია კობა - 8; ჩილინგარაშვილი ზურაბ - 8; დოლიძე ვიქტორ - 8; ჭკუასელი თეიმურაზი       - 7; გელაშვილი ვალერი - 7; ენუქიძე გოჩა - 7; ძიძიგური ზვიად - 7; შავლოხაშვილი რევაზ - 7; ჯაფარიძე თამაზ - 6; ბობოხიძე აკაკი - 6; ზვიადაური ზურაბ    - 6; ოქრიაშვილი კახა - 6; ფოფხაძე გედევანი - 6; კედელაშვილი ზაზა - 5; გელაშვილი გელა - 5; მკოიანი ენზელ - 5; ფეიქრიშვილი გიორგი  - 5; ქუცნაშვილი ზაქარია - 5; შავგულიძე შალვა 5; აბაშიძე ზურაბი- 4; ბუკია გოდერძი- 4; ლიპარტელიანი გოგი - 4; შერვაშიძე იაშა - 4; ჩაფიძე ელისო - 4; ჩხაიძე თეიმურაზ - 4; ხაბულიანი სერგო - 4; ონოფრიშვილი დავით - 3; დარცმელიძე დავითი - 3; კობახიძე მანანა - 3; ჯაჭვლიანი სოსო       - 3; ჩიტაშვილი ვაჟა - 3; ტრიპოლსკი ერეკლე - 3; კიკნაველიძე პაატა - 3; მეგრელიძე ომარ - 2; მისაბიშვილი გურამ - 2; ლემონჯავა ვახტანგ  - 2; ბესელია ეკა - 1; სულეიმანოვი აზერ - 1; წიკლაური მირიან -1; ხაბარელი შოთა - 1; ხუნდაძე დიმიტრი - 1; კორძაია თამარ  - 1; ქავთარაძე გიორგი - 1; ქანთარია ალექსანდრე - 1; გოზალიშვილი გიორგი - 0; ებანოიძე ნოდარ - 0; ვახტანგაშვილი მალხაზ - 0; ლონდარიძე ტარიელ - 0; პაპუაშვილი ზაზა - 0; უსუფაშვილი დავით - 0; წერეთელი მალხაზ - 0; ხალვაში როსტომ - 0; ხალვაში ფატი - 0; ხმალაძე ვახტანგ   - 0; ხიდაშელი თამარ  - 0; კახიანი გიორგი - 0; დანელია სოსო - 0.

დეპუტატების მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი პლენარული სხდომების სიხშირის მიუხედავად, მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრებიდან ხელფასი დაექვითა მხოლოდ 5 დეპუტატს. ჯამში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის პლენარული სხდომების გაცდენისთვის დაქვითული ხელფასის ოდენობა ასე გამოიყურება: თეიმურაზ ჭკუასელი  - 400 ლარი; როლანდ ახალაია - 200 ლარი; მარიკა ვერულაშვილი - 758 ლარი;  კობა ნაყოფია - 758 ლარი; ვიქტორ ჯაფარიძე - 390 ლარი.

„ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმები ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის წევრების მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ადეკვატური სანქციების გამოყენებას. ამასთანავე, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე  პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისას დეპუტატების უმრავლესობას სანქცია საერთოდ არ დაკისრებია“, - ნათქვამია ანგარიშში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics