07:49 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 14:55:15, 538 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია: ღირსეული ერი ღირსებას არასოდეს კარგავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საიუბილეო თარიღი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა.

უწყების ინფორმაციით, ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

ლევან იზორიამ  მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

„თქვენ მიიღეთ ღირსეული გადაწყვეტილება ემსახუროთ თქვენს ქვეყანას და საჭიროების შემთხვევაში თავიც კი გაწიროთ მისთვის. თქვენნაირი ადამიანები და ვაჟკაცები ქმნიან ქვეყნის ღირსეულ სახეს. თქვენ ამით აგრძელებთ იმ დიდ ტრადიციებს, რომლებიც ჩვენმა თავდადებულმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. შეიძლება ადამიანებმა და ქვეყნებმა ბრძოლაში დაკარგონ ტერიტორიები, მაგრამ ღირსეული ერი არასდროს კარგავს ღირსებას. ეს ღირსება გვავალდებულებს ყოველთვის გვქონდეს მისწრაფება აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთგულნი იმ თავდადებული გმირებისა, რომლებმაც ახლო წარსულში ღირსების, თავგანწირვის და თავდადების დიდებული მაგალითები გვიჩვენეს. 

დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას გავაგრძელებთ და მათ დანატოვარს ვუერთგულებთ. თქვენ მთელი მსოფლიო გიცნობთ, როგორც ღირსეულ ჯარისკაცებს. მე სიამაყით ვისმენდი აშშ-ის ელჩის სიტყვებს ამ ტრიბუნიდან, როდესაც მან აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიოა თქვენს წინაშე ვალში და მთელმა მსოფლიომ იცის თუ როგორი ღირსეული პარტნიორები და თავგანწირული მებრძოლები ხართ. 
სწორედ ამიტომ გაქვთ დიდი დაფასება და აღიარება არა მხოლოდ ჩვენგან, არამედ ჩვენი პარტიორებისგანაც. ღირსების საქმეა, რომ ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა იყოს ისეთ დონეზე, რომ არავის მოუვიდეს თავში აზრად ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა. ჩვენი ბრძოლისუნარიანობა თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, მომავალი წლიდან აშშ-თან ერთად საქართველოს მზადყოფნის პროგრამას ვიწყებთ. მთელი ჩემი ენერგია თქვენთან ერთად მიმართული იქნება ამ პროგრამის განხორციელებისთვის. ჩვენ ღირსეულად უნდა შევასრულოთ ის ამოცანები რომლებიც ჩვენს წინაშე დასმული“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა მხრიდან გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, სამშობლოს წინაშე ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის და საქართველოს თავდაცვის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურისგან 70 სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გამოეცხადა. 

IV მექანიზირებული ბრიგადის იუბილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის სარდლები, სხვა მოწვეული სტუმრები და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. 

IV მექანიზირებული ბრიგადა 1991 წლის 12 სექტემბერს შინაგანი ჯარების სტრუქტურულ შემადგენლობაში ერთ-ერთ ქვედანაყოფად, I ოპერატიულ პოლკად ჩამოყალიბდა.

1992-1993 წლებში პირველი ოპერატიული პოლკი პირველ ოპერატიულ ბრიგადად გარდაიქმნა.

2004 წელს პირველი ოპერატიული ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის სამინისტროს IV ქვეითი ბრიგადა შეიქმნა. 

რეორგანიზაციის შედეგად, 2013 წლის 18 ოქტომბერს, IV ქვეითი ბრიგადა IV მექანიზირებულ ბრიგადად გადაკეთდა.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics