03:20 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 16:16:53, 1374 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: წინა წელთან შედარებით აეროპორტების მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

„საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მაღალი ზრდა არის იმ  სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ასევე მთლიანად კერძო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ალექსიძემ 2016 წლის 9 თვის მუშაობის შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წინა წელთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 23%-ით გაიზარდა.  

„ჩვენ მოვისმინეთ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 9 თვის შემაჯამებელი პრეზენტაცია.  მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანად აეროპორტებში ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 23%, ხოლო მგზავრთნაკადის მიმართულებით მივაღწიეთ 2 მილიონ 181 ათას მგზავრს მთელ საქართველოში. თუ შევადარებთ 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს, აქ 103%-იანი ზრდა ანუ პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მაღალი ზრდა არის დაფიქსირებული საჰაერო ტვირთნაკადის მიმართულებითაც.  

„საქართველოს მასშტაბით 18 ათას ტონაზეა ასული ტვირთბრუნვა,  რაც  80%-ზე მეტი ზრდაა. აქვე ავღნიშნავ,  რომ საჰაერო ტვირთი არის ყველაზე მაღალი ღირებულების ტვირთი და, შესაბამისად, ყველაზე მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის ჩვენ ქვეყანაში“- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აეროპორტების განვითარება არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. „მოგეხსენებათ, რომ ამბროლაურში სულ ცოტა ხნის წინ უკვე გავხსენით ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თუმცა შემდეგ წელს ჩვენ ნამდვილად გვაქვს სხვა რეგიონალური აეროპორტების მშენებლობის საკმაოდ ამბიციური გეგმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას როგორც შიდა ტურიზმის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის, ქეთევან ალექსიძის ინფორმაციით,  2016 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში სულ გადაყვანილია 2,181,684 მგზავრი. აქედან აეროპორტების პროცენტული წილი ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 79,1%, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 12,4%, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 8,4%, ხოლო მესტიის აეროპორტი - 0,14%. 2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ხოლო, 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 103%-ით არის გაზრდილი.

ქეთევან ალექსიძის თქმით, საქართველოს აეროპორტებში ამჟამად ოპერირებს 33 ავიაკომპანია, ხოლო ავიარეისები სრულდება 20 ქვეყნის 46 მიმართულებით. კერძოდ:

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 31 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 36 მიმართულებით.

2016 წელს აეროპორტს დაემატა 5 ახალი ავიაკომპანია (Qeshm Air, Ata, El Al, Taban Airline, Zagros Airlines ) და 4 ახალი მიმართულება (ისპაჰანი, დამამი, პეკინი, ბაჰრეინი).

2016 წლის  ოქტომბერსა და ნოემბერში  სამი ახალი ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას: Turkmenistan Airlines - აშხაბადი (კვირაში სამი სიხშირით); Pobeda - როსტოვი (კვირაში ორი სიხშირით); Dart - კიევი (კვირაში ორი სიხშირით).

ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 16 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 15 მიმართულებით.

2016 წელს დაემატა 6 ახალი ავიაკომპანია (EL AL, Scat Airlines, Airarabia, Ata, Taban Airline, Bravo Airways) და 4 ახალი მიმართულება (აქტაუ, შარჟა, სანკტ. პეტერბურგი, თეირანი).

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  ოპერირებს 4 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 15 მიმართულებით.

ავიაკომპანია WizzAir-ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული თვითმფრინავი ავიარეისებს ასრულებს 7 ახალი მიმართულებით, ესენია: ბერლინი, მიუნხენი (მემმინგენი), დორტმუნდი, მილანი, ლარნაკა, სოფია.

თამარ მეფის სახელობის მესტიის ადგილობრივ აეროპორტში 2016 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში გადაყვანილია 3,105 მგზავრი, აქედან მგზავრთა 44% იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. შესრულდა 129 ავიარეისი.

რეისები სრულდება:

ნატახტარი - მესტია (კვირაში 6 სიხშირე)

ქუთაისი - მესტია  (კვირაში 2 სიხშირე)

(NS) 
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics