02:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 16:55:37, 777 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამტრედიის ქუჩა N4ა -სა  და N2 კორპუსებთან  კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს, ამის შემდგომ ასფალტის ახალი საფარი დაიგება. 

მათივე ცნობით, მიქელაძის ქუჩაზე კი, ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება და რამდენიმე დღეში დასრულდება.
 პროექტის ფარგლებში ასევე მოწესრიგდება საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური. 

დიდუბის რაიონში ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა დიდუბის რაიონში, 103 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს. 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics