10:06 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 16:49:37, 1718 ნახვა

ეკონომიკა
ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში "ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ორდღიანი ღონისძიება პროექტის, სახელწოდებით "საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზა" ფარგლებში მოეწყო.

შეხვედრა, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება გამოფენით გაიხსნა; საგამოფენო ექსპონატები სახელწოდებით -"1919-21 წლების დამფუძნებელი კრების წევრი ქალები" ეროვნული არქივის ხელშეწყობით მომზადდა. გამოფენის მიზანი ქალთა აქტივიზმის გაზრდა და მათი პოლიტიკური მონაწილეობის წარმოჩენა იყო.

შეხვედრაზე, გენდერულ თანასწორობაზე - ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მისი აღსრულების ინსტიტუციური მექანიზმები და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო პრაქტიკა. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელები.

ანალოგიური ტიპის შეხვედრების გაგრძელება იგეგმება საქართველოს 7 საზოგადოებრივ ცენტრში. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics