22:14 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 10:26:44, 702 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ყიზილაჯლოში გარკვეული შეფერხება ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების სიმრავლემ გამოიწვია

მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობამ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე გარკვეული შეფერხება გამოიწვია, თუმცა ხმის მიცემა  მშვიდ გარემოში მიმდინარეობს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დარღვევები შესაძლოა იყოს, თუმცა შედეგების კანონზომიერებაზე გავლენა არ ექნება.

"ოთახის სიდიდეზე ზედმეტია საუბარი, ვფიქრობ ისე ტარდება აქაც არჩევნები, როგორც ტარდება ყველგან. ვფიქრობ,საარჩევნო დღე მშვიდობიანად ჩაივლის. შესაძლაო, გამოვლინდეს რამდენიმე დარღვევაც, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს დარღვევევები არ იქნება იმ დონის, რომ  გავლენა მოახდინოს შედეგების კანონიერებაზე. თუ იქნება საფუძვლიანი საჩივარი, ამ შემთხვევაში კომისიაც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყიზილაჯლოში განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გაუშვა და გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო - ვიდეო
მიშელი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს
ხაბეიშვილი - თუ ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და კანონის ბედი ხალხმა გადაწყვიტოს
„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი აღკვეთილი იქნება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ - შსს განცხადებას ავრცელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics