15:27 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 10:49:29, 640 ნახვა

რეგიონი
საგარეჯოში 210 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის რეჟიმის გაუმჯობესება მოხდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 210 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის რეჟიმის გაუმჯობესება მოხდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის გ-22 გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2,7 კმ სიგრძის მილსადენი მოეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი.

სამინისტროს ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 274 000 ლარია, მიმდინარე წლის დეკემბრისთვის დასრულდება.

2012 წლიდან კახეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში  აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 420 კმ სამელიორაციო არხს. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 6 100 ჰექტრიდან 14 880 ჰექტრამდეა გაზრდილი, ხოლო სადრენაჟე სისტემები 3 924 ჰექტარს ემსახურება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics