06:07 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 11:34:19, 585 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო: საარჩევნო სიით არჩეული მომავალი პარლამენტის წევრები ნარკოტიკების მომხმარებლები არ არიან

მომავალი მოწვევის პარლამენტში, პროპორციული სისტემით არჩეულ, საარჩევნო სიით პარლმენტში შემსვლელ სავარაუდო წევრებს ნარკოლოგიური შემოწმება გავლილი აქვთ, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, აბსოლუტურად ყველა კანდიდატს აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით. 

„საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩვნო სისტემით არჩეულ სავარაუდო წევრებს კენჭისყრიდან  7 დღის ვადაში უნდა გაევლო ნარკოლოგიური შემოწმება და კენჭისყრის დღიდან ორი კვირის განმავლობაში შემოწმების შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მოეწოდებინა ჩვენთვის. ამავდროულად, პარტიებსაც ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია მოეწოდებინათ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის. ამ ეტაპზე აბსოლუტურად ყველა კანდიდატს აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია, თითეული საარჩვნო სუბიექტის მიერ არის წარდგენილი ინფორმაცია სავარაუდოდ არჩეული წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და თითეულ ცნობაში არის მითითებული, რომ ისინი არ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები",- განაცხადა მიქელაძემ.

რაც შეეხებათ მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობის თანახმად მაჟორიტარებს შესაბამისი ცნობა კანდიდატად რეგისტრაციის დროს უნდა წარედგინათ და ცესკო-ში წარმოდგენილია ინფორმაცია, რომ ისინი არ არიან ნარკოტიკების მოხმარებლები. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics