12:28 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 12:09:21, 2013 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანზე თურქეთის მოქალაქეების შესაძლო ძალადობას პოლიცია არ ადასტურებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 17 წლის არასრულწლოვან გოგონას თურქეთის სამი მოქალაქე თავს დაესხა და დაზიანება მიაყენა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოკითხვის შედეგად არ დადასტურდა თურქეთის მოქალაქეების მიერ, გოგონაზე თავდასხმის ფაქტი.

"პოლიციამ მოახდინა, არასრულწლოვანის გამოკითხვა, რის შედეგადაც არ დადასტურდა რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა" - აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან პოლიციის ინფორმაციით, გოგონამ თვითდაზიანება მიიყენა, მოტივს და მიზეზებს პოლიცია იძიებს.

გუშინ ღამით, ნაციონალისტურმა ჯგუფმა "ქართული ძალა" გაავცელა ინფორმაცია, რის მიხედვითაც  სანზონაში სამმა თურქმა სცემა არასრულწლოვანი გოგო და ქონდათ გაუპატიურების მცდელობა. ჯგუფის წევრები პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი აგრესიულად იყვნენ განწყობილი და ჟურნალისტებსაც დაუპირისპირდნენ. 

ამასთან, ფეისბუქის გვერდზე "ქართული ძალა" შემდეგი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს:

"17 წლის გოგოზე იძალადეს და ქართული პოლიცია 6 საათი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა არასრულწლოვან გოგოზე, რომ უარი ეთქვა იმ ბრალდებაზე. პირდაპირ უთხრეს რომ არ ჯეროდათ და ვინაიდან ნაციონალისტებს ჰქონდათ რეაქცია დაგვიჭერდნენ ჩვენც (ვითომ ჩვენი მითითებით მოხდა) და თვითონაც შარში გაიხვევდა თავს. ადვოკატი რომ შევიდა უკვე ახსნა განმარტება ჩამორთმეული ჰქონდათ... მაგრამ იმდენი შეძლო რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელისთვის ეთქვა ყველაფერი სიმართლე რაც სინამდვილეში იყო. ამაღამ რომ დაიძინებთ ერთი რამე გახსოვდეთ, ჩვენს ქვეყანაში არის 17 წლის აკანკალებული ქართველი გოგო, სამი ბინძური ოსმალო და უზარმაზარი სისტემა რომელიც არაფერს არ გააკეთებს თქვენთვის. ზარი და ზანალაკი ოცნებას, ნაციონალებს, სხვა და სხვა პარტიებს, ლიბერალურლ ტელევიზიებს, ნაცემ ტრანსგენდერებს და უსაქმურ არაფრის მაქნის ხალხს. მადლობა ყველა იმ უბრალო ქართველბს ვინც გვერდში უდგეხართ ერთმანეთს." - წერია ნაციონალისტების ჯგუფის განცხადებაში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
DRI - „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
Reuters - უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ბომბდამშენი მათ ჩამოაგდეს
რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ ფრაქცია - მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების გადაყენების საკითხი
დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics