2016-10-22 13:37:47, 611 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გადააბიჯა იმ ზღვარს, რასაც ქართული სახელმწიფო ეყრდნობა
NDI -ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს, - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ყიზილაჯლოში ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, "ნაცმოძრაობის" ლიდერები ყიზილაჯლოში ხელმეორედ სიტუაციის დაძაბვას ვერ მოახდენენ. „ეს არის „რუსთავი 2“-ის და მისი ხელმძღვენელობის მოგონილი მორიგი სიცრუე. NDI -ის განცხადებაში არაფერი მსგავსი არ ეწერა. არჩევნები ჩატარდა ისეთ მშვიდ გარემოში, როგორც არასდროს ჩატარებულა. იყო რადენიმე დარღვევა და ყველა პასუხს აგებს, ვინც ამ დარღვევებში მონაწილეობდა, ვერანაირი „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც აქ არიან, ვერ მოახდნეენ ხელმეორედ ვითარების დაძაბვას და ძალადობის პროვოცირებას. მაშინ რაც გააკეთეს, არა მხოლოდ უბნის დარბევა და პოლიციელებზე თავდასხმა იყო, არამედ მათ გადააბიჯეს იმ ზღვარს, რომლის მიღმა ძალიან სერიოზული საფრთხეები იწყება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა იმამკულიევმა პირადად გადააბიჯა იმ ზღვარს, რასაც ქართული სახელმწიფო ეყრდნობა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება“ - აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნებას“ ერთსაათიანი ვადა მისცეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრამი მოხსნილია, შენობის კარებები ღიაა
პრეზიდენტი - ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული?
რა? სად? როდის? — 563 მოთამაშე მოუწოდებს პარლამენტს, ჩააგდოს რუსული კანონი
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|