17:45 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 13:37:14, 676 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: მოსახლეობა პოლიტიკოსებს ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვის საშუალებას არ მისცემს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მარნეულში არჩევნები ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ადგილობრივები აღარ მისცემენ არავითარ მოძრაობას, პოლიტიკოსებს, ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვის საშუალებას.

„მარნეულში ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები დილიდანვე, მნიშვნელოვანია აქტიობა არის ძალიან მაღალი, დარწმუნებული ვარ ასევე ჩაივლის ბოლომდე, ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ წესრიგი არ დაირღვეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ის, არის რომ პირველი ტურის შემდგომ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა და სხვა ლიდერებმა მოახდინეს ახალგაზრდების პროვოცირება და აქ იყო ძალიან სერიოზული დარღვრვები და ინციდენტი, სოფლის უხუცესებმა თავის თავზე აიღეს წესრიგის დამყარება, ისინი უშუალოდ არიან აქ, აკონტროლებენ, რომ ყველაფერმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. ეს სოფლის და ხალხის პრესტიჟია, თვითონ აღარ მისცემენ არავითარ მოძრაობას, პოლიტიკოსებს ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვის საშუალებას“,- განაცხადა სუბარმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics