23:24 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 13:53:47, 549 ნახვა

პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძე: ზესტაფონში ვთანხმდებით, რომ უკან, წარსულში დაბრუნების დრო არ არის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

დეპუტატობის კანდიდატი კლდეეთის, პირველი და მეორე სვირის, სოფელ როდინაულისა და სოფელ ცხენთაროს მოსახლეობას შეხვდა.

კიკნაველიძემ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, მეორე ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყველამ ერთად დავამტკიცეთ, რომ ზესტაფონის და ზესტაფონელების არჩევანი არის თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ ხმა მივეცით პროგრესს და უკეთეს მომავალს. ზესტაფონში ვთანხმდებით, რომ უკან, წარსულში დაბრუნების დრო არ არის. 30 ოქტომბერს თითოეული ჩვენგანის ხმა გადამწყვეტია, 30-ში თითოეული ჩვენგანი ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics