12:35 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 14:08:58, 803 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „იაპონური ბაღი” გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “იაპონური ბაღი” საზეიმოდ გაიხსნა.

მერიის ინფორმაციით, ბაღი ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილზე, 250 კვ.მ ფართობზე მოეწყო და მასში იაპონური ხელოვნების ისეთი თვალსაჩინო ნიმუშებია განთავსებული, როგორებიცაა ტორიის ჭიშკარი (Torii Gate), ალისფერი ჭიშკარი, რომელიც იაპონური სილამაზის ერთ-ერთი სიმბოლოა, ტასოტოს (Tasoutou) სტილის ქვის კოშკი, რომელიც ბედნიერებისა და იღბლის მომტან სკულპტურად ითვლება. ამასთანავე, აღსანიშნავია კასუგას სტილის ქვის ლამპარი (Kasuga Style stone lantern) და ტრადიციული იაპონური ალისფერი ხიდი. ბაღის ერთგვარი სიმბოლოა ფუჯის მთის სკულპტურა და ფუჯისანის ვულკანური მთის ფერდობებიდან სპეციალურად ჩამოტანილი ლავის ნაწილები, რომელიც იაპონური ბაღის უცვლელ ელემენტს წარმოადგენს.

„იაპონური ბაღის“ გახსნას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი, თბილისის მერის მოადგილეები, ასევე თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ.

დღესვე ბაღში იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონია მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ „იაპონური ბაღის“ გახსნა ხეების დარგვის საერთაშორისო დღეს დაემთხვა და თბილისის მერმა ბაღში სტუმრებთან ერთად ხუთი ძირი ორ მეტრიანი მთის ნეკერჩხალი დარგო.

“იაპონურ ბაღში”, ასევე, დაირგო სხვადსხვა სახეობისა და ფორმის მერქნიან მცენარეთა საინტერესო ნიმუშები. მათ შორის, ნეკერჩხლების, ფიჭვების, კვიპაროსების, ნაძვის, როდოდენდრონებისა და იაპონური ალუბლის (საკურას) სხვადასხვა დეკორატიული ბუჩქი, დაიგო მწვანე საფარი. ბაღი გაშენებულია იაპონური ბაღების ყველა პრინციპის დაცვით, მისი პროექტი ეკუთვნის იაპონურ კომპანია “კოსუგის”, რომლის წარმომადგენლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბაღის მოწყობის პროცესს.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის პროგრამის ფარგლებში გამწვანების ღონისძიებები მომავალი კვირიდან აქტიურად დაიწყება და შემოდგომაზე დედაქალაქის ტერიტორიაზე 80 000 ხე დაირგვება.

„დღეს ჩვენს ქალაქს, კერძოდ ბოტანიკურ ბაღს შეემატა კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ღია სივრცე - იაპონური ბაღი. ყველას მოგეხსენებათ, რომ იაპონური ბაღი იაპონიის კულტურის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლოა. ამ ქვეყნის საბაღო ხელოვნება უძველესი და ღრმა შინაარსის მატარებელია და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ბოტანიკური ბაღების ღირსშესანიშნაობად ითვლება და უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს. შესაბამისად, სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ შესაძლებელი გახდა იაპონური ბაღის მოწყობა თბილისშიც. კერძოდ, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში და დარწმუნებული ვარ, იგი ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად იქცევა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „იაპონური ბაღის“ მშენებლობა განხორციელდა საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით, JAPAN EXPO’70 FUND-ისა და კომპანია JTI-ის მხარდაჭერით და იგი ეძღვნება საქართველოსა და იაპონიის მეგობრობას.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics